რამდენად ემთხვევა ფოტოშოპი რეალურ შედეგს

ხშირად დასმული კითხვა როგორც ჩემთან ,ისე სხვა პლასტიკურ ქირურგებთანაც.კონკრეტულად ამთემას დღეს იმიტომ შევეხე რომ პირადში საკმაოდ ხშირად მწერენ ,ვაკეთებთ თუარა ფოტოშოპს, რამდენად ემთხვევა ფოტოშოპი რეალურ შედეგს და ა.შ.
თანამედროვე რინოპლასტიკაში საკმაოდ მოთხოვნადია #ფოტოშოპი , ხშირად არის დისკუსია , საერთოდ არის თუარა საჭირო ოპერაციამდე პაციენტს გაუკეთდეს ფოტომოდელირება, ზოგი ამბობს რომ არ არის საჭირო,რადგან ჭარბი მოლოდინი არ გაჩნდეს შედეგზე. თუმცა ჩემი აზრით #ფოტოშოპი გვეხმარება იმაში,რომ დაახლოებით მაინც განვსაზღვროთ რისი მიღწევა შეგვეძლება ოპერაციის შემდეგ და პაციენტიც შეიქმნის წარმოდგენას ,დაახლლოებით მსგავსი ცხვირი მოსწონს თუარა მის სახეზე. მთავარია სწორად იქნას ახსნილი ფოტოშოპის შესაძლებლობა,რომ ეს არ არის ზუსტი,ანუ ზუსტად ისეთი არასდროს არ გამოდის რასაც მოდელირების დროს აკეთებ,ეს არის კონცეფცია რისი მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ ,თუმცა გამოცდილებით შეგვიძლია თქმა,რომ რეალურად ცხვირი უფრო ბუნებრივი და დახვეწილი გამოდის ვიდრე მოდელირების დროს. კონკრეტული ფოტოც ამის მანიშნებელია. საინტერესოა ამ თემის შესახებ თქვენი მოსაზრებაც😊😊😊
წარმატებებს გისურვებთ

დატოვეთ მოსაზრება
2019-04-17T20:49:02+00:00