ჩემი მიზანი

ჩემი მიზანი 2019-07-01T11:10:57+00:00

მოგესალმებით მეგობრებო! მე ვარ ექიმი, პლასტიკური ქირურგი ზურა შანავა. მოგეხსენებათ პლასტიკური ქირურგია მედიცინის საკმაოდ ძველი და საინტერესო მიმართულებაა, ასევე მის მიმართ მოთხოვნილება სულ უფრო მზარდია. ინტერესის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება ხარისხზეც, რადგან დროსთან ერთად ვითარდება საზოგადოება და განვითარებული და მაქსიმალურად ინფორმირებული პაციენტი ექიმთან კონკრეტული თემის ირგვლივ სრულად მომზადებული მიდის . პლასტიკური ქირურგიის ირგვლივ მუდამ აქტუალური იყო და საზოგადოებაში მუდმივად მუსირებს შემდეგი აზრი- რა არის უფრო კარგი? გაიკეთო კონკრეტული პლასტიკური ოპერაცია თუ სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყო ისეთი ,როგორიც ღმერთმა შეგქმნა?! ამ საკითხის შესახებ ყველას შეიძლება საკუთარი აზრი გააჩნდეს და არავის აქვს უფლება, ვინმეს საკუთარი მოსაზრება მოახვიოს თავს. ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება. ყველას შეუძლია ისე იცხოვროს როგორც მას მიაჩნია სწორად. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში პლასტიკური ოპერაციების ჩატარება საჭირო ხდება სხვადასხვა ასაკში მიღებული ტრამვების, არასწორი ცხოვრების წესის და მრავალი სხვა მიზეზის გამო, რომელიც კონკრეტულ ადამიანს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ თუნდაც რინოპლასტიკის (ცხვირის პლასტიკის) შემდეგ ადამიანები უფრო წარმატებულები არიან როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურად. როდესაც ადამიანი მოიშორებს კომპლექსს, რომელიც მთელი ცხოვრება აწუხებდა მას, ის უფრო თავდაჯერებული ხდება ხოლმე, ხოლო თავდაჯერებულობა ყველა საქმეში წარმატების საწინდარია. ჩემი და ჩემი გვერდის მიზანი იქნება მოგაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია პლასტიკური ქირურგიის აქტუალური თემების შესახებ და მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან. იმედი მაქვს ჩემი საქმიანობა თქვენთვის საინტერესო იქნება ,მე კი მაქსიმალურად ვეცდები ინფორმაცია სწორი კუთხით მოგაწოდოთ. ველი თქვენგან საინტერესო და თქვენთვის აქტუალურ კითხვებს პლასტიკური ქირურგიის შესახებ.