Loading...
Home 2019-07-06T11:02:17+00:00

ჩემი მიზანი

მოგესალმებით მეგობრებო! მე ვარ ექიმი, პლასტიკური ქირურგი ზურა შანავა. მოგეხსენებათ პლასტიკური ქირურგია მედიცინის საკმაოდ ძველი და საინტერესო მიმართულებაა, ასევე მის მიმართ მოთხოვნილება სულ უფრო მზარდია. ინტერესის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება ხარისხზეც, რადგან დროსთან ერთად ვითარდება საზოგადოება და განვითარებული და მაქსიმალურად ინფორმირებული პაციენტი ექიმთან კონკრეტული თემის ირგვლივ სრულად მომზადებული მიდის . პლასტიკური ქირურგიის ირგვლივ მუდამ აქტუალური იყო და საზოგადოებაში მუდმივად მუსირებს შემდეგი აზრი- რა არის უფრო კარგი? გაიკეთო კონკრეტული პლასტიკური ოპერაცია თუ სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყო ისეთი ,როგორიც ღმერთმა შეგქმნა?! ამ საკითხის შესახებ ყველას შეიძლება საკუთარი აზრი გააჩნდეს და არავის აქვს უფლება, ვინმეს საკუთარი მოსაზრება მოახვიოს თავს. ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება. ყველას შეუძლია ისე იცხოვროს როგორც მას მიაჩნია სწორად. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში პლასტიკური ოპერაციების ჩატარება საჭირო ხდება სხვადასხვა ასაკში მიღებული ტრამვების, არასწორი ცხოვრების წესის და მრავალი სხვა მიზეზის გამო, რომელიც კონკრეტულ ადამიანს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ თუნდაც რინოპლასტიკის (ცხვირის პლასტიკის) შემდეგ ადამიანები უფრო წარმატებულები არიან როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურად. როდესაც ადამიანი მოიშორებს კომპლექსს, რომელიც მთელი ცხოვრება აწუხებდა მას, ის უფრო თავდაჯერებული ხდება ხოლმე, ხოლო თავდაჯერებულობა ყველა საქმეში წარმატების საწინდარია. ჩემი და ჩემი გვერდის მიზანი იქნება მოგაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია პლასტიკური ქირურგიის აქტუალური თემების შესახებ და მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან. იმედი მაქვს ჩემი საქმიანობა თქვენთვის საინტერესო იქნება ,მე კი მაქსიმალურად ვეცდები ინფორმაცია სწორი კუთხით მოგაწოდოთ. ველი თქვენგან საინტერესო და თქვენთვის აქტუალურ კითხვებს პლასტიკური ქირურგიის შესახებ.

სერვისები

ამ ოპერაციით ხდება ცხვირის ფორმისა და ზომების კორექცია, რითაც მიიღწევა სახის ჰარმონიულობა, ამავე დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენაც (სეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია).

ოპერაცია გულისხმობს ცხვირის ძვალ-ხრტილოვანი კარკასის მოდელირებას და ჩარევას რბილ ქსოვილებზე. დღესდღეობით რინოპლასტიკა წრმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებელო ოპერაციას ესთეტიკურ მედიცინაში, ვინაიდან ცხვირი სახის ყველაზე წარმოჩინებული ნაწილია და მისი დეფექტების დაფარვა თითქმის შეუძლებელია. ამის გამო რინოპლასტიკა უნდა შეასრულოს ქირურგმა, რომელსაც ამ ოპერაციის ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. ცნობილია, რომ საქართველო წარმოადგენს დიდი და კეხიანი ცხვირის ენდემურ ზონას. ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ოპერაციები ცხვირის ფორმის შესაცვლელად დაიწყო საქართველოში, რამაც ქართველ პლასტიკურ ქირურგებს რინოპლასტიკაში დიდი გამოცდილება შესძინა. ხოლო ცალკეულ შედეგებზე დაკვირვებამ ჩვენი კლინიკის ქირურგებს საშუალება მისცა შეეტანათ მნიშვნელოვანი ცვლილებები რინოპლასტიკის ტექნიკაში, რამაც მოგვცა კარგი და სტაბილური შედეგების მიღწევის საშუალება. ჩვენთან კლინიკაში თითოეულ პაციენთან ხდება ინდივიდუალური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს სტანდარტული ცხვირები დას ახის პროპორციები, ისევე როგორც აბსოლუტურად ერთნაირი ხასიათი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა სახის პროპორციულად შესატყვისი ცხვირის ფორმა. ცნობილია რომ ცხვირის ფორმის მიხედვით შესაძლებებლია ადამიანის ხასიათის განსაზღვრა, ამიტომ ოპერაციის დროს ვითვალისწინებთ პაციენტის ხასიათსაც. ოპერაციის მიზანია არა უბრალოდ ლამაზი ცხვირის გაკეთება, არამედ პაციენტის სახესთან ჰარმონიული ცხვირის შექმნა. ამავდროულად ოპერაცია უნდა ჩატარდეს ისე რომ ცხვირი გამოყურებოდეს ბუნებრივად და არ ჰგავდეს ნაოპერაციევს.

ეს არის ოპერაცია მკერდის ზომების გასაზრდელად. ოპერაციის მიზანია, სილიკონის იმპლანტანტების მეშვეობით სარძევე ჯირკვლების ზომებში მომატება, ფორმის შეცვლა, მსუბუქი ფტოზის და ასიმეტრიის კორექცია. პლასტიკური ქირურგიის ისტორიის მანძილზე მკერდის გადიდების მიზნით გამოიყენებოდა სამი ძირითადი მეთოდი: გადიდება აუტოქსოვილებით, ინექციური სინთეტიკური მასალებით და იმპლანტებით.

აბდომინოპლასტიკა ეს არის ოპერაცია, რომლითაც შესაძლებელია მუცლის ფორმის კორექცია, მისი მოცულობაში შემცირება, მშობიარობის შემდგომი ელასტიურობა დაკარგული, ჩამოკიდებული კანის მოშორება. მუცლის წინა კედლის კუნთების გამაგრება, წელის გამოყვანა. ოპერაციის არსია ზედმეტი კან–ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება, ჭიპის პლასტიკა, მუცლის წინა კედლის გამაგრება. მუცლისა და წელის კონტურების გამოყვანა და ბოქვენის ზემოთ შეუმჩნეველი ნაწიბურის ფორმირება.

ეს არის ოპერაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვასწოროთ ყურის ნიჟარის ფორმა, შევცვალოთ მისი ზომა, ასევე აღვადგინოთ ყურის ნიჟარა მისი არარსებობის შემთხვევაში (იხილე რეკონსტრუქციული აურიკულოპლასტიკა). ყველაზე ხშირად გვხვდება გამოშვერილი ყურები (ყურებპარტყუნობა). გამოშვერილი ყურების გარდა არსებობს ყურის ნიჟარის სხვა სახის დეფექტებიც (ბიბილოების, ჭაღის და წინაჭაღის), რომლებიც საჭიროებენ კორექციის სხვადასხვა პროცედურებს. ოპერაციები ყურის ნიჟარაზე არ მოქმედებენ სმენაზე.
 ცნობილია, რომ გამოშვერილი ყურები ხშირად დაკომპლექსების მიზეზია როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებშიც. პირველად ესთეთიკური აურიკულოპლასტიკა (გამოშვერილი ყურების კორექცია), 11 წლის ბავშვს გაუკეთა  ედვარდ ტალბოტ ელიმ 1880 წელს, ნიუ-იორკში.

ზედა და ქვედა ქუთუთოების ესთეტიკა

ეს არის ეფექტური ქირურგიული მეთოდი რომლის საშუალებითაც მცირე განაკვეთებიდან (0,3–0,5 სმ) ვაკუუმური საქაჩით ცხიმის ამოტუმბვით შესაძლებელია სხეულის კონტურების კორექცია.
ამავე დროს უნდა აღინიშნოს რომ ლიპოსაქცია არ არის ჭარბ წონასთან ბრძოლის მეთოდი.
ცხიმის დაგროვება უპირატესად ხდება გენეტიკურად განპირობებულ ადგილებში (გალიფე, დუნდულოები, მუცელი, ბარძაყების შიდა ზედაპირი და მუხლებისა და ნიკაპის არეში) და მისი მოცილება დიეტოთერაპიით შეუძლებელია.
ცხიმის დაგროვების არატრადიციული ზონებია “ბიზონის კუზი”, ლოყები, მხრები, ზურგი. თანამედროვე გამოკვლევებით დადგენილია, რომ ცხიმის ლოკალური დაგროვება აღნიშნულ ზონებში არ რეაგირებენ სტრესულ ჰორმონებზე რომლებიც იწვევენ ცხიმის წვას. ამით აიხსნება გახდომის საშუალებით სხეულის კორექციის არაეფექტური მცდელობა.
ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება დამოკიდებულია მემკვიდრეობით ფაქტორებზე და სქესზე. გახდომის შედეგად მცირდება ცხიმოვანი ქსოვილის მასა, თუმცა სხეულის კონტური უცვლელი რჩება. ამგვარად ლიპოსაქცია წარმოდგენს სხეულის კორექციის ოპტიმალურ მეთოდს.

ლიპოლიფტინგი არის საკუთარი ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვა იმ მიდამოებში სადაც აღინიშნება მათი ნაკლებობა. ის ეფექტურია, სახის სხვადასხვა მიდამოს მოცულობის მოსამატებლად, როგორიცაა, ყვრიმალები, ნიკაპი, ასევე ნაოჭებისა და ნაკეცების ამოსავსებად, კანის უსწორმასწორო ზედაპირის გასასწორებლად. ამ ოპერაციით შესაძლებელია მრავალწლიანი ეფექტის მიღება.

თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიას გააჩნია ტუჩის ფორმის კორექციის და გადიდების რამოდენიმე მეთოდი. ტუჩის ფორმის გასადიდებლად გამოიყენება 2 ძირითადი მეთოდი: გაწოვადი ბიოინერტული გელი და აუტიქსოვილები (ლიპოფილინგი და აუტოდერმული ნაფლეთი).
ტუჩის რეკონსტრუქციის მიზნით გამოიყენება სხავადასხვა მეთოდი აუტოქსივილების გამოყენებით.
ცნობილია,რომ მგრძნობიარე და მიმზიდველი ტუჩები ყოველთვის იქცევს ორივე სქესის ყურადღებას,როგორც ზემოთ აღინიშნა არსებობს ტუჩის გადიდების ორი ძირითადი მეთოდი ბიოგაწოვადი გელი და აუტოქსოვილი. ყოველ მათგანს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები.

მკერდის დაპატარავება

მამაკაცის მკერდის გადიდება

პორტფოლიო

  • Before-Image Set 1
    After-Image Set 1
    Before Image Set 1 After
  • Before-2
    After-2
    Before 2 After
  • Before-1
    After-1
    Before 1 After
დატოვეთ მოსაზრება

შეფასებები

“მართლა სასწაულებს ახდენთ, შიშითაც აღარ მეშინია ამ შედეგებს, რომ ვუყურებ”

“ოქროს ხელები გაქვთ ბატონო ზურა!”